📖📖21-ე საუკუნის მთავარი მოთხოვნაა-შევაყვაროთ კაცობრიობას წიგნის კითხვა.
📚📚ოჯახი, სკოლა-ეს ის ინსტიტუტებია, სადაც ადამიანი ყალიბდება და განვითარების პროცესს, სწორედ კითხვა უწყობს ხელს.
📖📖წიგნის კითხვის საერთაშორისო დღეც, ამ მისიას ემსახურება. დავნერგოთ სკოლებში ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები და ჩვენი წვლილიც შევიტანოთ ადამიანის განვითარების ისტორიაში.
📚📚“დავითიანი” უპირობოდ ეხმაურება ამ მნიშვნელოვან თარიღს. თითქმის ყველა კლასში წაიკითხეს საყვარელი წიგნები, იმსჯელეს, განაზოგადეს და რჩევაც კი მისცეს ერთმანეთს, თუ რომელი წიგნის წაკითხვა მიანიჭებს მათ სულიერ და გონებრივ საზრდოს.
📖📖ვფიქრობთ, ასეთი აქტივობა ყოველთვის მნიშვნოვანი და სასარგებლოა!
🤍🤍პედაგოგები: ნ. ჟღენტი 🤍
ი. გელხვიძე 🤍
ნ. სამხარაძე 🤍
მ. ელისაშვილი 🤍




