⭕ქველმოქმედება არის ემოცია, რომელსაც ვერაფერი შეედრება. სიკეთის კეთებასაც მიჩვევა სჭირდება, რომელიც უსაზღვრო ბედნიერებით გავსებს. გინდა, მეტი და მეტი გასცე და გააცისკროვნო იმ ადამიანთა სახეები, რომლებიც ასე გელიან.
⭕ჩვენი სკოლაც ჩაება ამ არაჩვეულებრივ საქმეში და უფროსკლასელები სტუმრობენ ადამიანებს, რომლებიც ყოველწუთიერად ელოდებიან თბილ სიტყვებს, გაღიმებას, თანაგრძნობას, საჩუქრებს, სიყვარულსა და ჩახუტებას.
⭕ამჯერად, მე-9 კლასის მოსწავლეები თავშესაფარში ეწვივნენ მოხუცებს და მათი გულები სიხარულით აავსეს.
⭕კიდევ გვესტუმრეთ❗
ეს იყო მათი გამოსამშვიდობებელი ფრაზა.
⭕პედგოგები: ხ. ყაზარაშვილი❤️
ნ. სამხარაძე❤️



