დავითიანი

ჩვენი ქვეყნის მომავალი ცოდნასა და განათლებაზე იყო დაფუძნებული ყოველთვის. წიგნიერებაა ის ძირითადი იარაღი, რომელიც ყველა დროს გამოიყენება ფარივით. მასშია ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი. გონიერებით ყველაფერს გავუმკლავდებით.

🎓🎓ცოდნის პატარა კერას – “დავითიანს” დიდი და ლამაზი ისტორია აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში რამდენიმე ათეული წელი ვერ იარსებებდა. სითბოთი და სიყვარულით სავსეა მისი კედლები. დაარსების დღიდან სკოლის მთავარი მიმართულებაა მოსწავლის ინტერესების გათვალისწინება, სასკოლო გარემოს სრულყოფა, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, თავისუფალი აზროვნება, უნარ-ჩვევების გაღვივება, ლიბერალური დამოკიდებულება მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის. დამეთანხმებით, ყოველივე დიდი შრომით მიიღწევა და ამ საპასუხისმგებლო ქარტეხილში მთელი გუნდია ჩართული სკოლის დამფუძნებელთან – მაია გონგაძესთან ერთად.

📚📚დღეს, ამ გლობალური სირთულის ჟამს, როდესაც მსოფლიო უმწვავესი გამოწვევის წინაშეა, ” დავითიანმაც” თავისი სიტყვა თქვა და შეუპოვრად ჩაერთო ახლებური სწავლების სისტემაში, რაც ინტერნეტგაკვეთილების ფარგლებშია. საკმაოდ რთული იყო სკოლის მობილიზება, მოსწავლეებისა და მშობლების აქტივობა, ინტერესის გაღვივება, ტექნიკური რესურსების სრულყოფა. მიუხედავად სირთულეებისა, ერთობლივი ძალებით, პედაგოგების უანგარო დამოკიდებულებით, მშობლების თავდაუზოგავი შრომით და მოსწავლეების პასუხისმგებლობით, ჩვენ ეს შევძელით და გამოგვივიდა. მადლობა თითოეულ მათგანს❗განსაკუთრებული მადლობა ჩვენს პირველკლასელებს❗

☀️☀️იმედია, მარტის თვე კვლავ გამოაცოცხლებს ჩვენი სკოლის კედლებს და ისევ აქტიურ და ენერგიულ ცხოვრებას დავიწყებთ.

🌍🌏ისევ გაცოცხლდება გარემო, ისევ დაირეკება ზარი და ჯანსაღი ურთიერთობები უფრო მოთხოვნადი გახდება. ამჯერად კი ვიტყვით: ყველა სირთულე დავძლიეთ, ჩვენ გადავრჩით❗❗❗

👩‍🎓👨‍🎓მოდით, თვალი გადავავლოთ ჩვენი სკოლის უახლეს წარსულს👇🥰