კერძო საშუალო სკოლა „დავითიანი – ნინო ჩოხელი“ დაფუძნდა 1995 წელს, ბატონი გია გონგაძისა და ქალბატონი ელენე გონგაძის მიერ. სკოლის დამფუძნებლებს ცოტა ხნის შემდეგ შეემატა ნანა დიასამიძე და ნინო ჩოხელი.
28 წელია სკოლა საგანმანათლებლო ფერხულშია ჩაბმული.მას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი დირექტორი ნანა ზურაბიშვილი, რომელიც აგრეთვე მათემატიკის პედაგოგიცაა,სასწავლო ნაწილის გამგე- ირმა გელხვიძე(ასწავლის დაწყებით კლასებში მათემატიკასა და ქართულს).
სკოლამ, არსებობის მანძილზე ბევრ გამოწვევას გაართვა თავი, იგი ეტაპობრივად ვითარდებოდა და ახლაც აგრძელებს წინსვლას, არაერთხელ გაიარა ავტორიზაცია და მოიპოვა წარმატებული სკოლის სტატუსი.
არსებული სასიამოვნო გარემო, ინფრასტრუქტურა, გამართული საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, საკლასო ოთახები, სპორტული და სააქტო დარბაზები, გარე სივრცე – მოსწავლეებს აძლევს საშუალებას მიიღონ სასურველი განათლება. ამას ემატება პროფესიონალი, სტატუსის მქონე პედაგოგების მუხლჩაუხრელი შრომა მომავალი თაობის აღსაზრდელად. სკოლის წარმატებული პედაგოგები არიან: ნანა ზურაბიშვილი-მათემატიკა, ქართული-ნონა სამხარაძე, მანანა ელისაშვილი, ისტორია-ნონა კანაშვილი, დაწყებითი-ნუნუ ჟღენტი, ირმა გელხვიძე, ირინა თვალჭრელიძე, გეოგრაფია-ხათუნა ყაზარაშვილი, ბიოლოგია-ნინო გიგოლაშვილი, ინგლისური-ალინა ბაგდასარიანი, თამარ რამიშვილი, ქეთევან კაჭარავა, გერმანული-ნინა ოდიშვილი, რუსული-ინგა ტარტარაშვილი, ქიმია-მადონა ძიძიგური, მუსიკა-ნინო კერვალიშვილი, ხელოვნება- ტატიანა რაზმაძე, ჭადრაკი-ლიანა ღაჭავა. სკოლის პედაგოგიურ კოლექტივს შემოემატა ახალგაზრდა თაობაც-შრომისმოყვარე და მიზანდასახული მასწავლებლები-თეონა ბეგიაშვილი, ლაშა ლაშხი, თეა არნაძე, აქსანა ჟვანია, ნინო ქობალავა, რომლებიც აქტიურად ჩაებნენ სასკოლო მუშაობაში, ესწრებიან წამყვან მასწავლებლებს გაკვეთილებზე, იზიარებენ მათ გამოცდილებას და წარმატებით ერთვებიან სწავლა-სწავლების პროცესში. “დავითიანი“ აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრობს. გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამებისა, სკოლას აქვს საგნობრივი და საგანმანათლებლო აქტივობები, რომლის ორგანიზებასაც ხელმძღვანელობს ნანა დიასამიძე და რაც დაწვრილებით ასახულია სკოლი ვებგვერდზე davitiani.edu.aris.ge.
უამრავი ღონისძიება, სპორტული შეჯიბრებები, ინტელექტუალური თამაშები, ოლიმპიადები-აცოცხლებს და საინტერესოს ხდის მოზარდთა ცხოვრებას. მოსწავლეები ხშირად სტუმრობენ აკადემიურ თეატრებს და მუზეუმებს. არსებული აქტივობები საწინდარია ჯანსაღი ურთიერთობებისა და საბაბი, რათა საინტერესოდ ჩაიაროს კლასის საათმა, რომელიც კვირაში ერთხელ სიამოვნებით ტარდება.
დამფუძნებელი ელენე გონგაძე სკოლის ფსიქოლოგია. ქალბატონ ელენესთან განსაკუთრებული სიახლოვე აქვთ მოსწავლეებს, მასთან საუბარი და მისი მოსმენა სასიამოვნოა და ბავშვებზეც დადებითად აისახება ეს დამოკიდებულება.
სკოლას ემსახურება დისციპლინის ოფიცერი – ნინო პეტრიაშვილი, ის ობიექტური და სამართლიანი ადამიანია, ამის გამო სკოლაში დაცული გარემო და სიმშვიდეა.
სკოლას ჰყავს წარმატებული კურსდამთავრებულები, რომლებიც მოღვაწეობენ სხვადასხვა სფეროში: სპორტი, ხელოვნება, პოლიტიკა, ავიაცია და ა.შ.
შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ სრულდება ის მისია, რომელიც სკოლას აკისრია.
კერძო საშუალო სკოლა „დავითიანი ნინო ჩოხელი“მოწოდებულია:
- უზრუნველყოს სწავლა-სწავლებისთვის აუცილებელი ყველა პირობა, მათ შორის, უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო, რომელშიც მოსწავლე შეიძენს საბაზო საგნობრივ ცოდნას; შეძენილ ცოდნას გამოიყენებს პრაქტიკაში და გაუჩენს სწრაფვას დამოუკიდებელი და უწყვეტი განათლებისადმი;
- მოამზადოს მოსწავლეები წარმატებული მომავლისა და საზოგადოებაში საკუთარი თავის რეალიზებისთვის;
- აღზარდოს სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი, ეროვნული ტრადიციების მატარებელი წიგნიერი პიროვნება, რომელიც შეძლებს გარემოში წარმატებულ ორიენტირებასა და საზოგადოებრივი ინტერესების დაცვას.


ჩვენი სკოლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერია შპს „დატაპრო“ (ს/ნ 405791077; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, ვაკის რაიონი, წყნეთის გზატ., N 23ა, ბ. 7.; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, ჟიული შარტავას ქ. N33, მე-2 სართული; ტელეფონი: +995 595 018 956; ელექტრონული ფოსტა: [email protected]).
