თეატრი რომ სულიერების საყრდენია, კაცობრიობამ დიდი ხანია აღიარა. სული ბოთლში მოთავსებულ ჯინს ჰგავს, რომელიც გათავისუფლებას ითხოვს და თეატრი სწორედ ის ორგანიზმია, რომელიც ადამიანს ამაში ეხმარება.
“დავითიანის” მე-10, მე-11 კლასელებმა უდიდესი ემოცია მიიღეს თავისუფალ თეატრში “კომედიანტების” ხილვით.
ემოციათა სინთეზი ენაცვლებოდა ერთმანეთს, ცრემლი და ღიმილი-რეალური ცხოვრების აღქმას აძლიერებდა, გონებას აფხვიერებდა…
თეატრის მტვრით მოწამლული ბავშვები ემოციებს ვერ მალავდნენ.
მე-10 კლასის ხელმძღვანელი: ნონა სამხარაძე
მე-11 კლასის ხელმძღვანელი: ნონა კანაშვილი











