კიდევ ერთი ახალი სასწავლო წელი სკოლა “დავითიანში”.ჟრიამულითა და ხალისით აღსავსე აღსაზრდელებით გაივსო სკოლის ეზო. 25 წელს ითვლის “დავითიანი”და დღესაც ჩვეული სითბოთი და სიყვარულით ეგებება საყვარელ მოსწავლეებს.განსაკუთრებულად ეგებებიან პირველკლასელებს,რადგან მათი კეთილდღეობა,სწავლა,განათლება_ჩვენი ქვეყნის მომავალს ქმნის. ჩვენმა კურსდამთავრებულებმა ასახელეს სკოლა და მათზე მზრუნველი პედაგოგები.ყველამ,უკლებლივ,ჩააბარეს უმაღლეს სასწავლებლებში.უმრავლესობამ ,სახელმწიფო გრანტი მოიპოვა. სულ რამდენიმე წუთში მიუსხდებიან ჩვენი პატარები სკოლის მერხებს და ჩაებმებიან მარათონში,იმ მარათონში,რომელსაც ცოდნის მიღების წყურვილი ჰქვია.წარმატება გვისურვებია თითოეული მათგანისთვის.



