საგნობრივი ექსკურსია მთაწმინდაზე

წინაპართა სავანე ის ადგილია, სადაც თითოეულმა ქართველმა უნდა დაადგას ფეხი და პატივი მიაგოს.

წარსულის სიყვარულს სკოლის ასაკიდან ეწაფება ბავშვი და ნელ-ნელა უღრმავდება.

სწორედ ამ მიზნით ესტუმრნენ მთაწმინდის შემოგარენს, ჩვენი სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეები.

დიდი ინტერესითა და პატივისცემით ისმენდნენ ქართველ მამულიშვილთა ისტორიებს. ყურადღებით მოისმინეს გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრების ეპიზოდები. დიდ პოეტს ხომ 17 ნოემბერს, 131 წელი შეუსრულდა.

ბევრი საინტერესო დღე, პატარა “დავითიანელებო”!

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი: ნ. სამხარაძე

კლასის ხელმძღვანელი: ნ. ოდიშვილი