სკოლა “დავითიანში” საგანმანათლებლო პროცესთან ერთად, მოზარდები ეცნობიან საზოგადოებრივ და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებს, როგორიცაა: რეპროდუქტოლოგია, ნაადრევი ქორწინება, პირადი ჰიგიენა და ასე შემდეგ.
შეხვედრა საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებისგან წამოვიდა საინტერესო კითხვები, რაც დაკმაყოფილდა პასუხებით, რომელსაც კომპეტენტური ადამიანები სცემდნენ.
მადლობა ჩვენი სკოლის ექიმს ნინო კასრაძეს და ასევე მოწვეულ სტუმარს, ექიმ-რეპროდუქტოლოგს ბატონ გიორგი ბებერაშვილს, ასეთი ამომწურავი ინფორმაციისთვის.
კლასები: მე-10, მე-11






