ჩვენი სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ შინაგან საქმეთა სამინსტროს კამპანიის-“ემეგობრე პოლიციას” ფარგლებში, სსპ-საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ “112”-ს.
მოსწავლეებმა “112”-ის თბილისის ცენტრი დაათვალიერეს. ასევე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესებს.
“112”-ის წარმომადგენელმა მოზარდებს ინფორმაცია მიაწოდა, თუ რას ნიშნავს გადაუდებელი შემთხვევა, რა ნომერზე უნდა დარეკონ ასეთი შემთხვევების დროს და როგორ უნდა ითანამშრომლონ ოპერატორთან.
მოსწავლეებს ასევე განემარტათ არამიზნობრვი ზარის განხორციელების საფრთხეები და ის სანქციები, რაც კანონით გათვალისწინებულია ცრუ ზარის დროს.
ინიციატივისთვის დიდი მადლობა სკოლის პიარმენეჯერს ქალბატონ ნანა დიასამიძეს











