ბოლო ზარი

ორი თანაბარი ემოცია თან სდევს სკოლის დამთავრებას. გიხარია უსაზღვროდ და გული გწყდება, რადგან დასრულდა ბავშვობის ფერადი დღეები, მაგრამ გაქვს ჟინი, შეეჭიდო რაღაც ახალს, რომელსაც დარწმუნებული ხარ, რომ თავს გაართმევ.

ეს მნიშვნელოვანი დღე, ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება და ერთი სულ გაქვს, განიცადო, შეიგრძნო.

სწორედ ასეთი ემოცია ჰქონდათ, “დავითიანის” მეთორმეტეკლასელებს. აღფრთოვანებით შემოიჭრნენ სკოლაში თეთრი პერანგებით და შემოიტანეს ხალისი და ბედნიერება, რომელიც გადამდები იყო თითოეულისთვის.

გაღიმებული მასწავლებლები, მისალოცად მზად იყვნენ. თბილი სიტყვებით გამოემშვიდობნენ მშობლიურ კედლებს და ბოლო დარიგება მიიღეს დამრიგებლისა და სკოლის ხელმძღვანელობისგან.

ფეიერვერკი, ფერადი ბუშტები, ლამაზი სიტყვები, ცეკვა და სიმღერა ახლდა ამ დღეს.

სკოლა “დავითიანის” მეჩვიდმეტე გამოშვება, ცხოვრების ახალ ასპარეზზე გადის. ბედნიერება და ნათელი მომავალი თქვენ

კლასის ხელმძღვანელი: ქეთევან კაჭარავა.