სპს კერძო საშუალო სკოლა „დავითიანი ნინო ჩოხელი"

სკოლის მისია

კერძო საშუალო სკოლა „დავითიანი ნინო ჩოხელი“ მოწოდებულია:

უზრუნველყოს სწავლა-სწავლებისთვის აუცილებელი ყველა პირობა, მათ შორის, უსაფრთხო და წამახალისებელი გარემო, რომელშიც მოსწავლე შეიძენს საბაზო საგნობრივ ცოდნას; შეძენილ ცოდნას გამოიყენებს პრაქტიკაში და გაუჩენს სწრაფვას დამოუკიდებელი და უწყვეტი განათლებისადმი;

მოამზადოს მოსწავლეები წარმატებული მომავლისა და საზოგადოებაში საკუთარი თავის რეალიზებისთვის;

აღზარდოს სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი, ეროვნული ტრადიციების მატარებელი წიგნიერი პიროვნება, რომელიც შეძლებს გარემოში წარმატებულ ორიენტირებასა და საზოგადოებრივი ინტერესებისდაცვას.

 
   
სპს კერძო საშუალო სკოლა “დავითიანი ნინო ჩოხელი” არის კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ზოგადსაგანმანთლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ 2016 წლის 21 დეკემბრის №156 გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და უზრუნველყოფს მოსწავლეებისათვის ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად.

ღონისძიებები

სტუმრად სკოლის ბიბლიოთეკაში
ღია გაკვეთილი ბიოლოგიაში